|
2017-08-12 15:13:44, 2651 ნახვა
მსოფლიო
სენატორი ჯონ მაკკეინი: მე ვბრუნდები
„რესპუბლიკელი“ სენატორი ჯონ მაკკეინი Facebook-ის საკუთარ გვერდზე ვიდეომიმართვას ავრცელებს. როგორც მაკკეინი ამბობს, ის საშინელ დაავადებას ებრძვის, მაგრამ მზად არის მუშაობას შეუდგეს. "ჩემი მკურნალობის საქმე კარგად მიდის. თავს კარგად ვგრძნობ. მოდით, გულახდილები ვიყოთ - ეს ძალიან დაუნდობელი დაავადებაა, უნდა შევუტიო მას. საბედნიეროდ, ექიმებმა ის ნაადრევად აღმომიჩინეს და მკურნალობაც ძალიან კარგად მიდის. კიდევ 2 კვირა უნდა ვიმკურნალო, შემდეგ შეამოწმებენ, გახდება თუ არა საჭირო დამატებითი პროცედურების ჩატარება. მეგობრებო, ეს ძალიან ბოროტი დაავადებაა, მაგრამ მას ვუყურებ როგორც კიდევ ერთ გამოწვევას ჩემს ცხოვრებაში, როგორებიც ბევრჯერ მქონია. მნიშვნელოვანი გზავნილი მაქვს ჩემი დემოკრატი მეგობრებისთვის. მე ვბრუნდები! იმათაც კი, ვისაც უნდათ, რომ მოვკვდე, არ სურთ, რომ ეს ახლა მოხდეს - ეს კი, უკვე კარგია", - დასძინა მაკკეინმა. ცნობისთვის, 14 ივლისს სენატორ ჯონ მაკკეინს ოპერაცია ჩაუტარდა, რა დროსაც ექიმებმა მაკკეინს ტვინის სიმსივნე დაუდგინეს. 25 ივლისს ჯონ მაკკეინი აშშ-ის სენატის სხდომას დაესწრო და კოლეგები მას ფეხზე მდგომნი, ტაშით დახვდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)