|
2017-08-11 11:23:04, 2294 ნახვა
საზოგადოება
განათლების სამინისტრო სკოლებში დამწყები პედაგოგების შესვლის ახალ სქემაზე მუშაობს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლებში დამწყები პედაგოგების შესვლის ახალ სქემაზე მუშაობს. როგორც განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, იგეგმება, რომ ახალ დამთავრებული პედაგოგები გადაანაწილონ სკოლებში, სადაც მასწავლებლების დეფიციტია. მინისტრის განმარტებით, აღნიშნულ სკოლებში მომუშავე მასწავლებლებს საათები არ დააკლდებათ, არამედ ახალბედა მასწავლებელი და გამოცდილი პედაგოგი რაღაც პერიოდის განმავლობაში გაკვეთილს ერთად ჩაატარებენ. „ვაპირებთ ახალდამთავრებულ პედაგოგებს მივაყოლოთ თავისი საათები იმ სკოლებში სადაც საათების დეფიციტი გვაქვს. დავამატებთ საათებს და იქნება ორი პედაგოგის მიერ ერთად ჩატარებული გაკვეთილი. ერთად ჩაატარებენ გაკვეთილს რაღაც პერიოდის განმავლობაში, რადგან გამოცდილება თუ არ აქვს დამწყებს, მას უჭირს სკოლაში მოხვედრა და თუ სკოლაში არ დაიწყებს მუშაობას, მაშინ გამოცდილება ვერ ექნება.ერთობლივად ჩატარებული გაკვეთილი სწორედ ის გასაღებია, რომელიც ერთის მხრივ, ახალგაზრდას მისცემს საშუალებას, ასე ვთქვათ, ძველგაზრდისგან ისწავლოს და გამოცდილება გააზიაროს, მეორე მხრივ გამოცდილ მასწავლებელს მისცემს საშუალებას, რომ შეაფასოს. თუმცა ანაზღაურებადი სტაჟირებაა, თუ სტაჟირებას დავარქმევთ. ოღონს ეს სტაჟირება არ ნიშნავს, რომ დარჩება.შემდეგ ისევ კონკურსში იღებს მონაწილეობას. კონკურსი რომ გამოცხადდება, მივა ახალგაზრდაც, ძველგაზრდაც“, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე ხარაჩო ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა, ის გარდაიცვალა
პოლონეთი უკრაინას რუსეთის მხრიდან შესაძლო ცრუ დროშის ოპერაციაზე აფრთხილებს
ტრამპი: ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებს დავარტყამთ, თუ მოლაპარაკებებს არ განაახლებენ
საია: ფორმულასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება SLAPP პრეცედენტია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)