05:45 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-08 17:23:29, 887 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა აგვისტოს ომში დაღუპულ მეომრებს პატივი მიაგეს

აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ და მინისტრის მოადგილეებმა, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ მეომრებს პატივის მიაგეს.

სამინისტროს წარმომადგენლებმა აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარესთან, ბათუმის მერთან, მთავრობისა და მუნიციპალიტეტის სხვა წარმომადგენლებთან, ასევე აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრებთან ერთად რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა სკვერში შეიკრიბნენ და მემორიალი გვირგვინებითა და ყვავილებით შეამკეს.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა სკვერის რეაბილიტაცია წელს დაიწყო. ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 5.4 მ. სიმაღლის მემორიალი აღიმართა. რაც შეეხება სკვერის რეაბილიტაციას, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, შეიცვალა დეკორატიული ფილები, განთავსდა მოსასვენებელი სკამები, დამონტაჟდა გარე განათება და განხორციელდა გამწვანებითი სამუშაოები. სამომავლოდ იგეგმება წყლის დასალევი შადრევანის მონტაჟიც. რუსეთ-საქართველოს შორის კონფლიქტს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 - სამხედრო პირი და 14 პოლიციელი შეეწირა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics