21:08 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-08 16:31:23, 2575 ნახვა

მსოფლიო
სააკაშვილმა ლიტვის მოქალაქეობაზე უარი თქვა - „უკრაინაზე უარს არ ვიტყვი, ბოლომდე ვიბრძოლებ“

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ლიტვის პასპორტის მიღებაზე უარი თქვა, - ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი ამჟამად ლიტვაში იმყოფება, სადაც მან განცხადება გააკეთა.

როგორც სააკაშვილმა ვილნიუსში განაცხადა, ის ლიტვის მოქალაქეობის მიღებაზე უარს ამბობს, რადგან "უკრაინელების გვერდში უნდა იდგეს და მისი მხრიდან მსგავსი გადაწყვეტილება მათ იმედს გაუცრუებს".

ამასთან, ყოფილმა პრეზიდენტმა ლიტველ პოლიტიკოსებს შესაბამისი შეთავაზებისთვის მადლობა გადაუხადა.

"მე უნდა დავიბრუნო უკრაინის მოქალაქეობა. ის უკანონოდ წამართვეს. ბევრი უკრაინელი შეშფოთებული იქნებოდა და თავს მიტოვებულად იგრძნობდა, მე რომ მათზე უარი მეთქვა და ბრძოლა შემეწყვიტა", - განმარტა სააკაშვილმა.

გარდა ამისა, ექს-გუბერნატორმა დასძინა, რომ მას უკრაინის ლეგალური პასპორტი აქვს და შეუძლია ევროპის ქვეყნებში იმოგზაუროს, პარალელურად კი, სააკაშვილის თქმით, ის უკრაინის მოქალაქეობას დაიბრუნებს და "ბოლომდე იბრძოლებს".

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მოქალაქეობა 26 ივლისს ჩამოართვა. იმ დროისთვის სააკაშვილი აშშ-ში იმყოფებოდა. მიუხედავად იმისა, რომ იგი ოფიციალურად არცერთი ქვეყნის მოქალაქე აღარ არის, რამდენიმე დღის წინ, აშშ-დან პოლონეთში ჩავიდა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში შესვლისას არავითარი პრობლემა არ შექმნია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics