|
2015-04-24 14:11:12, 464 ნახვა
პოლიტიკა
სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეები ჩილეში უვიზოდ გამგზავრებას შეძლებენ
მიმდინარე წლის 1 მაისიდან ძალაში შედის „საქართველოს მთავრობასა და ჩილეს მთავრობას შორის დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო მოთხოვნების შესახებ“ შეთანხმება, რომლის თანახმადაც სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელ საქართველოს მოქალაქეების ჩილეს რესპუბლიკაში უვიზოდ მგზავრობა შეეძლებათ. როგორც „ექსპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, 21 აპრილს ჩილეს მხარემ ოფიციალურად შეატყობინა ქართულ მხარეს აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესასვლელად შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების თაობაზე. „აღსანიშნავია, რომ შეთანხმებას 2013 წლის 17 სექტემბერს, ქ. სანტიაგოში ჩილეს რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ბატონი გელა სეხნიაშვილის (რეზიდენციით ქ. ბუენოს-აირესში) ვიზიტის ფარგლებში მოეწერა ხელი. აღსანიშნავია, რომ მიმდინარეობს მუშაობა „საქართველოს მთავრობასა და ჩილეს რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმებაზე. საქართველოსა და ჩილეს რესპუბლიკას შორის ორმხრივი ურთიერთობები დინამიურად ვითარდება თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროში. მიმდინარე წლის ივნისის თვეში დაგეგმილია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ქალბატონი თამარ ბერუჩაშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტი ქ. სანტიაგოში“, - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)