|
2015-04-24 14:02:59, 573 ნახვა
პოლიტიკა
აბაშიძის შეფასებით, საქართველო-ბელარუსს შორის თანამშრომლობის ხელისშემშლელი ფაქტორები არ არსებობს
პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძის შეფასებით, მიუხედავად საქართველოსა და ბელარუსის განსხვავებული პოზიციებისა, ქვეყნებს შორის წარმატებული თანამშრომლობის ხელისშემშლელი ფაქტორები არ არსებობს. ამის შესახებ აბაშიძემ ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადა. ამასთან, მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთ-საქართველოს შორის გარკვეული პოლიტიკური სირთულეებია, სავაჭრო ეკონომიკური-ურთიერთობის თვალსაზრისით სამართლებრივი სირთულეები არ არსებობს. „ის, რომ ჩვენ ევროკავშირთან ასოცირებული ხელშეკრულება გვაქვს გაფორმებული ბელარუსს კი სხვა პრიორიტეტები აქვს არჩეული ეს ხელს არ უშლის, რომ ჩვენ ძალიან წარმატებული თანამშრომლობა გვქონდეს. ამის მაგალითებიც გვაქვს ჩვენ. სხვა ქვეყნებთანაც ვთანამშრომლობთ, როგორიც არის სომხეთი. რუსეთთან ჩვენ სავაჭრო ეკონომიკური თვალსაზრისით რაიმე სამართლებრივ სირთულეებს ვერ ვხედავთ, მათთან სხვა სირთულეებია, რომელიც პოლიტიკასთან არის დაკავშირებული“,-განაცხადა ზურაბ აბაშიძემ. მან ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს საქართველოში ვიზიტი შეაფასა და აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის უკეთესი იქნება რაც მეტი მეგობარი, მხარდამჭერი ეყოლება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)