|
2017-08-07 14:38:37, 2209 ნახვა
საზოგადოება
„რესპუბლიკელები“: ანაკლიაში, ფესტივალზე განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ სახელმწიფო მოქალაქეებზე არ ზრუნავს
„ანაკლიაში მიმდინარე ფესტივალზე განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ სახელმწიფო არ ზრუნავს საკუთარ მოქალაქეებზე“, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ განცხადებაშია აღნიშნული. პარტიაში მიაჩნიათ, რომ არსებული ნარკოპოლიტიკის შეცვლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. „ქვეყანაში არსებული არაჰუმანური და სასტიკი ნარკოპოლიტიკის შედეგებს ყოველდღიურად ვხედავთ. ანაკლიაში მიმდინარე ფესტივალზე განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ სახელმწიფო არ ზრუნავს საკუთარ მოქალაქეებზე, დასჯასა და რეპრესიებზე ორიენტირებულ პოლიტიკას კი წლებია შედეგი არ მოაქვს. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, ისევე როგორც მისი ყველა წინამორბედი, არ აპირებს შეცვალოს ნარკოპოლიტიკა და დათმოს შანტაჟისა და მანიპულაციის ძლიერი ინსტრუმენტი. მეტიც, იმის ფონზე, რომ შემოდგომაზე პარლამენტმა დეკრიმინალიზაციის შესახებ დარეგისტრირებული კანონპროექტის განხილვა უნდა დაიწყოს, ჩნდება ეჭვი, რომ ხელოვნურად ხდება მიმდინარე პროცესების პროვოცირება ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან, რაც საზოგადოებაში შიშის დანერგვას და არსებული სტერეოტიპების გაძლიერებას ემსახურება. კერძოდ. ამაზე მიუთითებს ის უზნეო და აშკარად ორგანიზებული კამპანია, რაც სოციალურ ქსელებსა და სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოებშია გაჩაღებული და სადაც ნარკოტიკის მომხმარებელი გამოყვანილია როგორც განსაკუთრებით საშიში ბოროტმოქმედი, რომელიც ყველაფრის ღირსია. „რესპუბლიკელები“ მივიჩნევთ, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, შეიცვალოს არსებული ნარკოპოლიტიკა და სახელმწიფოს ორიენტირი გახდეს ადამიანი, მასზე ზრუნვა, მისთვის შესაბამისი სერვისებისა და ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა, რათა მაქსიმალურად შევამციროთ ზიანი. ჰუმანური პოლიტიკისათვის ბრძოლაში კი მნიშვნელოვანია საზოგადოების ერთიანობა და მტკიცე ნება არსებული რეალობის შესაცვლელად. საქართველოს რესპუბლიკური პარტია სრულად იზიარებს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის მიერ მომზადებულ კანონპროექტს დეკრიმინალიზაციის შესახებ. ვუერთდებით „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მოთხოვნებს, სასწრაფოდ მოხდეს ანაკლიაში ფესტივალზე ახალგაზრდის ტრაგიკული გარდაცვალებისა და რამდენიმე ადამიანის მოწამვლის შემთხვევების გამოძიება. აქვე გვსურს, მწუხარება გამოვთქვათ და მივუსამძიმროთ გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და მთელ საქართველოს“, - ნათქვამია „რესპუბლიკური პარტიის“ განცხადებაში.
აშშ ირანს 7 საათის განმავლობაში ბომბავდა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
აშშ-ის კონგრესი ემზადება, ტრამპს მიანიჭოს უფლებამოსილება, დააწესოს 100%-მდე ტარიფები რუსული ნავთობის მყიდველებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)