13:05 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-05 13:17:01, 3153 ნახვა

სამართალი
შსს-მ განმუხურში ნარკოდანაშაულისთვის რამდენიმე პირი დააკავა

შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული ს.ზ. და 1991 წელს დაბადებული დ.ნ. ნარკოდანაშაულისთვის ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურში დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ს.ზ.-ს პირადი ჩხრეკისას, 24 აბი ე.წ. „ექსტაზი“ ამოიღეს.  დ.ნ.-ს პირადი ჩხრეკისას კი ამოღებულია 14 აბი ე.წ. „ექსტაზი“ და მუყაოს ფირფიტა, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით,  1,6547 გრამ „მდმა“-ს შეიცავს.

„ორივე ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით)“, - აცხადებენ შსს-ში.

სამინისტროს ცნობით, ბოლო 4 დღის განმავლობაში  განმუხურში ნარკოდანაშაულისთვის 5 პირია დაკავებული.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას დიმიტრი მედვედევი დაესწრება
ძვლის ტვინის გადანერგვის შემდეგ გართულების სამკურნალო "ჯაკავი" დაფინანსდება – ჯანდაცვა
რუსეთი საქართველოს მოუწოდებს, ალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმება შეიმუშაონ
ბარციცი: საქართველო ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებაზე დამატებით პროგრესს შეუძლებელს ხდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics