12:57 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-26 13:05:21, 2447 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი პარლამენტს მოტივირებული შენიშვნების გაზიარებისაკენ მოუწოდებს

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე დღეს საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ადგილობრივი თვითმმართველობისა და საარჩევნო კოდექსის შესახებ პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნათა პაკეტს წარუდგენს.

როგორც ანა დოლიძემ სხდომის დაწყების წინ განაცხადა, პრეზიდენტის ყველა ვეტო აქამდე გამიზნული იყო კონსტიტუციური წესრიგის დემოკრატიული წყობილების დასაცავად და ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც ამას განსაკუთრებული საფრთხე ემუქრებოდა, პარლამენტიდან შემოსული კანონებით პრეზიდენტი მოტივირებული შენიშვნებით უბრუნებდა კანონებს პარლამენტს. ამ შემთხვევაშიც, ანა დოლიძის განმარტებით,  პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების მიზანია, საქართველოს პარლამენტს და მოსახლეობას გააგებინოს ის უარყოფითი შედეგები, რომელსაც თვითმმართველობისა და საარჩევნო კოდექსებში ცვლილებები მოიტანს.

 "ამ შედეგს ჩვენ დავინახავთ უახლოეს მომავალში და ვეტო ერთერთი საშუალებაა რისი მეშვეობითაც პრეზიდენტი კიდევ ერთხელ მიუთითებს საქართველოს პარლამენტს, რომ არ მიიღოს ეს ცვლილებები, რომელიც მას დაგეგმილი აქვს",- აღნიშნა ანა დოლიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებს დავარტყამთ, თუ მოლაპარაკებებს არ განაახლებენ
საია: ფორმულასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება SLAPP პრეცედენტია
უკრაინამ შავ ზღვაში რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 20 გემს დაარტყა
თბილისის ტრამვაის ტენდერში თურქულმა კომპანია EmreRay-მ გაიმარჯვა - პროექტი ₾288 მლნ ჯდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics