12:58 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-23 20:09:49, 2454 ნახვა

პოლიტიკა
გიგა ბოკერია: ფაშისტური იდეოლოგიის მქონე ადამიანები საქართველოში ხელისუფლების მხრიდან იკვებებიან

"ევროპული საქართველოს" წარმომადგენლები და მოქალაქეები აღმაშნებელის გამზირზე უკვე მივიდნენ. ბანერით, რომელსაც აწერია "არა რუსულ ფაშიზმს"

"ფაშისტური იდეოლოგიის მქონე ადამიანები საქართველოში ხელისუფლების მხრიდან იკვებებიან და ხელისუფლების მხარდაჭერა გააჩნიათ." - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განუცხადა.

"გამოწვევაა ის, რომ ისინი საქართველოში არიან გათავხედებული და მათ ივანიშვილის ხალხი მფარველობს. მათ საჯაროდ გაბედეს 25 წლის გოგოს გაუპატიურებით დამუქრება და ამის შემდეგაც არიან გონორზე”, - განუცხადა ჟურნალისტებს გიგა ბოკერიამ. 

აქცია-მსვლელობის მონაწილეები ამბობენ, რომ მათთვის მიუღებელია ყველა ღონისძიება, რომელიც ემსახურება რუსული რბილი ძალის მეთოდებით, საზოგადოებაში ქსენოფობიის და ადამიანების დევნის დამკვიდრებას, შიშის თესვასა და ძალადობით მუქარას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებს დავარტყამთ, თუ მოლაპარაკებებს არ განაახლებენ
საია: ფორმულასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება SLAPP პრეცედენტია
უკრაინამ შავ ზღვაში რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 20 გემს დაარტყა
თბილისის ტრამვაის ტენდერში თურქულმა კომპანია EmreRay-მ გაიმარჯვა - პროექტი ₾288 მლნ ჯდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics