|
2017-07-22 14:13:58, 2456 ნახვა
საზოგადოება
დავით ნარმანია არ გამორიცხავს, რომ პეკინის ქუჩაზე მოძრაობა ცალმხრივი გახდეს
თბილისის მერიის ინფორმაციით, პეკინის სარეაბილიტაციო შტაბში დღეს მორიგი სამუშაო სხდომა გაიმართა. სამუშაო შეხვედრაზე თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, კეთილმოწყობის და ტრანსპორტის სამსახურის უფროსებმა, გამწვანების სამსახურის წარმომადგენლებმა და საბურთალოს გამგებელმა პეკინის ქუჩაზე მოძრაობის ორგანიზების საკითხებზე, ასევე, სამუშაოების შესრულების მდგომარეობის შესახებ იმსჯელეს. დავით ნარმანიას განცხადებით, პეკინის ქუჩის მარჯვენა მხარეს ყველა ძირითადი მიწისქვეშა კომუნიკაცია გამოიცვალა. იქ, სადაც მიწისქვეშა საკომუნიკაციო სამუშაო დასრულდა, ასფალტის საფარის პირველი ფენის დაგება დაიწყო. „თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ვიკრიბებით და ვადევნებთ თვალყურს სამუშაოების მიმდინარეობას. სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. ამ თვის ბოლომდე ქუჩის მარჯვენა მხარეს ყველა ძირითადი სამუშაო დასრულდება, მოძრაობას გადავრთავთ მარცხენა მხარეს და სარეაბილიტაციო სამუშაოები მეორე მონაკვეთზე დაიწყება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. თბილისის მერის თქმით, სამუშაოები დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს და პეკინის ქუჩის რეაბილიტაციის პროცესი 10 სექტემბერს დასრულდება. რაც შეეხება პეკინის ქუჩაზე მოძრაობის ცალმხრივად გადაკეთების შესაძლებლობას, თბილისის მერის თქმით, ამასთან დაკავშირებით შესაბამისი კვლევა მიმდინარეობს. „არ გამოვრიცხავთ, რომ იყოს ცალმხრივი მოძრაობა. ამასთან ერთად, ვმუშაობთ იმაზე, რომ გაკეთდეს ცალკე ავტობუსების ხაზი, სადაც ავტობუსი უფრო სწრაფად და კომფორტულად გადაადგილდება. ვმუშაობთ ასევე ველობილიკებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ჩვენ უკვე მოვამზადეთ გამწვანების კომპონენტი და პეკინის გამზირზე მწვანე ნარგავები დაირგვება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
(NS)
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)