01:28 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-16 10:41:08, 2396 ნახვა

საზოგადოება
17 ივლისიდან სინოპტიკოსები საქართველოში +37 გრადუსამდე სითბოს პროგნოზირებენ

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიაზე მომდევნო დღეების განმავლობაში ცხელი  ამინდებია მოსალოდნელი.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში დღეს ტემპერატურა +34 გრადუსამდე აიწევს, თუმცა მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, შესაძლებელია სეტყვაც, 17 ივლისს +36 გრადუსი იქნება, 18-19 ივლისს ჰაერი +37 გრადუსამდე გათბება.

დღეს დედაქალაქ თბილისში +27 გრადუსი სითბო ფიქსირდება, დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის, 17 ივლისს ჰაერი +34 გრადუსამდე გათბება,  18-19 ივლისს კი სინოპტიკოსები +35 გრადუს სითბოს ვარაუდობენ.

დასავლეთ საქართველოს ბარში დღეს +34 გრადუსი სითბო იქნება, 17 ივლისს +37 გრადუსი, 18 ივლისს +36 გრადუსი და ზოგან ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, 19 ივლისს +32 გრადუსი და ზოგან წვიმაა ნავარაუდევი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics