|
2017-07-14 14:59:24, 2661 ნახვა
სამართალი კომენტარი
პროკურორი: შორენა თეთრუაშვილმა განაცხადა, რომ გიორგი მამალაძისთვის ციანიდი და გველის შხამი არ უთხოვია
ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორის ზვიად გუბელაძის განცხადებით, მოწმის ჩვენებით დადასტურდა, რომ შორენა თეთრუაშვილს ბრალდებულ მამა გიორგი მამალაძისთვის ციანიდი და გველის შხამი არ უთხოვია. როგორც გუბელაძემ ჟურნალისტებს პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის დაკითხვის შემდეგ განუცხადა, ჩვენებით ასევე დადასტურდა, რომ თეთრუაშვილი დეკანოზისთვის კარიერული წინსვლისთვის დამაბრკოლებელი გარემოება იყო. "დადასტურდა, რომ ბრალდებული იტყუებოდა. დადასტურდა, რომ გველის შხამი და ციანიდი თეთრუაშვილს არ მოუთხოვია. მან ასევე ცილისმწამებლურ სტატიებზე ისაუბრა, რომლის დამკვეთი იყო ბრალდებული",- აღნიშნა ზვიად გუბელაძემ. ცნობისთვის, ე.წ ციანიდის საქმეზე შორენა თეთრუაშვილის დაიკითხა ცოტა ხნის წინ დასრულდა. მან სასამართლოს მიმდებარე ტერიტორია უკომენტაროდ დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)