|
2017-07-13 11:39:52, 2714 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
მაროშ შევჩოვიჩი: ევროკავშირი ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი, ინვესტორი და დახმარების აღმომჩენია საქართველოში
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ენერგეტიკული კავშირის საკითხებში მაროშ შევჩოვიჩი საქართველოს ხელისუფლებას მაღალ შეფასებას აძლევს და ამბობს, რომ ისინი არ იშურებენ ძალისხმევას, რათა ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით, ევროკავშირთან ურთიერთობები გამყარდეს. როგორც მან ბათუმში, რიგით მე-14 საერთაშორისო კონფერენციის „საქართველოს ევროპული გზა - რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა“ გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ევროკავშირი ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი, ინვესტორი და ოფიციალური დახმარების აღმომჩენია საქართველოში: „ჩვენ ყველა იმ პროგრესულ რეფორმას ვუჭერთ მხარს, რომელიც საქართველოს აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში ნათლად გამოკვეთილ ლიდერად აქცევს“,-აღნიშნა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)