18:34 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-06 14:16:18, 2836 ნახვა

მსოფლიო
თურქეთში Amnesty International-ის დირექტორი დააკავეს

თურქეთის სამართალდამცველებმა 8 უფლებადამცველი დააკავეს, - ამის შესახებ World.news იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, დაკავებულებიდან ერთ-ერთი Amnesty International-ის სტამბოლის ბიურის დირექტორი იდილ ესერია. ამასთან, ესერის გარდა, 1 გერმანელი და 1 შვედი ტრენერია დაკავებული.

მედიის ცნობით, დაპიტიმრების მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

Amnesty International-ის გენერალური მდივნის სალილ შეტის თქმით, თურქეთის პოლიციამ რეიდი ყოველგვარი მიზეზის გარეშე ჩაატარა. მისივე განმარტებით, აღნიშნული ფაქტი მიუთითებს თუ როგორ ამეტებს ძალას თურქეთის პოლიცია და როგორ რთულ მდგომაროებაში იმყოფებიან თურქეთში მყოფი უფლებადამცველები.

ორგანიზაციამ შესაბამისი განცხადება უკვე გაავრცელა და ყველა დაკავებულის გათავისუფლებას ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ ივნისის ბოლოს თურქეთის პოლიციამ Amnesty International-ის იზმირის ბიუროს ხელმძღვანელ ტენერ კილიჩიც დააკავა. მას ბრალად ამერიკის შეერთებულ შტატებში  მცხოვრები თურქი ოპოზიციონერისა და მქადაგებლის, ფეტჰულა გიულენის ორგანიზაციის წევრობა წაუყენეს ბრალად.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics