18:32 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-06 10:59:30, 3141 ნახვა

მსოფლიო
ესტონეთის პრეზიდენტი: დასავლურმა სამყარომ საქართველოში შეცდომა დაუშვა და რუსეთმა არასამაგალითო გაკვეთილი მიიღო

ესტონეთის პრეზიდენტის კერსტი კალიულაიდის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ჯერ კიდევ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტამდე ჰელსინკის აქტზე დაფუძნებული საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურის გადახედვას ცდილობდა, - ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა Euronews-სთან ინტერვიუში განაცხადა. 

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ყველა სახელმწიფოს აქვს უფლება თავად აირჩიოს, ვისთან უნდა ჰქონდეს საქმე და ვისთან ითანამშრომლოს. 

„ვფიქრობ, საქართველოში დასავლურმა სამყარომ შეცდომა დაუშვა და რუსეთმა არასამაგალითო გაკვეთილი მიიღო. მანამდე, როდესაც პრეზიდენტი იყო დმიტრი მედვედევი, იყო მოლპარაკებების მცდელობა, თუმცა, შემდეგ საქართველოში რუსეთმა დაინახა, რომ თუ ხისტად იმოქმედებდა, რეაქცია არ იქნება საკმარისად მწვავე. ამას სტიქიურად მოჰყვა ყირიმი. შემდეგ კი, ვფიქრობ, ყველამ იცის - რა მოხდება შემდეგ. ეს არის საშიშროება საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის. ყველა სახელმწიფოს აქვს უფლება დამოუკიდებლად მიიღოს გადაყვეტილება და ეს უფლება დაცული უნდა იყოს", - აღნიშნა კალიულაიდიმ.

ცნობისთვის, ესტონეთი 1 ივლისიდან ევროკავშირის თავმჯდომარე სახელმწიფო გახდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics