|
2015-04-21 18:53:56, 666 ნახვა
საზოგადოება
ტრეფიკინგის ფონდმა ოჯახში ძალადობის და ადამიანით ვაჭრობის თემებთან დაკავშირებით 64–ე სკოლასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა
ადამიანით ვაჭრობის, ტრეფიკინგის, მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდმა ოჯახში ძალადობის და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის ) თემებთან დაკავშირებით აქტიური საინფორმაციო კამპანია დაიწყო. დღეს, აღნიშნულმა ფონდმა 64–ე საჯარო სკოლაში პედაგოგებთან და მაღალი კლასის მოსწავლეებთან პირველი შეხვედრა გამართა. ფონდის იურისტმა ირაკლი ჭყონიამ მათ ოჯახში ძალადობასა და ტრეფიკინგის შესახებ ესაუბრა. „ტრეფიკინგის სახელმწიფო ფონდმა დაიწყო საინფორმაციო კამპანია, რომლის მიზანია საზოგადოების უფრო მეტად ინფორმირებულობა ისეთ თემებზე, როგორიცაა ოჯახში ძალადობა და ადამიანით ვაჭრობა, ანუ ტრეფიკინგი. ამ მიზნით ჩვენ ვახორციელებთ საჯარო სკოლებში უფროს კლასელებთან და პედაგოგებთან საიფორმაციო შეხვედრებს", – აღნიშნა ირაკლი ჭყონიამ. 64–ე სკოლის დირექტორის თამარ მამსიკაშვილის შეფასებით, სკოლის მოსწავლეებისთვის სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება მნიშვნელოვანია და სკოლაში ამ ღონისძიების ჩატარებას მიესალმება. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ პროექტში პირველები ვყოფილიყავით ჩართულები. ნამდვილად მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის მსგავსი ღონისძიებები და მსგავსი ინფორმაციების მოსმენა სხვადასხვა თემებზე. ძალიან საინტერესო პრეზენტაცია ჩატარდა ბავშვებისთვის. ჩვენთვის ძალიან პრიორიტეტულია მოსწავლეებისთვის სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება. ამ თემებთან დაკავშირებით ბავშვების მხრიდან დიდი დაინტერესებაც არის, ვინაიდან ამ კლასის მოსწავლეები ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით სამოქალაქო განათლებას სწავლობენ, სადაც აღნიშნულ პროგრამაში შესულია იგივე ტრეფიკინგის, ძალადობის, ბავშვთა უფლებების თემები, პრევენციის ზომები“, – აღნიშნა მამსიკაშვილმა. ცნობისთვის, ადამიანით ვაჭრობის, ტრეფიკინგის, მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი საჯარო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებს ოჯახში ძალადობისა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თემებთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრის გამართვას სთავაზობს.
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)