21:06 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-03 18:14:23, 2381 ნახვა

კომენტარი
მიხეილ გიორგაძის განცხადებით, პუტინის მრჩეველი, მიხეილ შვიდკოი მასთან შეხვედრას ითხოვდა

საქართველოს კულტურის მინისტრის მიხეილ გიორგაძის განცხადებით, პუტინის მრჩეველი, მიხეილ შვიდკოი მასთან შეხვედრას ითხოვდა.

თუმცა მინისტრის განმარტებით, გადატვირთული გრაფიკის გამო, ეს შეხვედრა ვერ შედგა.

"შეხვედრა ნამდვილად არ მქონია. მან შეხვედრა მთხოვა, გაცნობის მიზნით, თუმცა შეხვედრა არ დამიდასტურებია და არც შევხვედრილვარ. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, შვიდკოი საქართველოში აღარ იმყოფება, წარმოდგენა არ მაქვს რაზე უნდოდა საუბარი, როგორც გადმომცეს, გაცნობის მიზნით, თუმცა ეს შეხვედრა არ შედგა. თუ სადმე მომიწია მასთან შეხვედრა არ მოვტრიალდები და არ გავიქცევი ნამდვილად, მით უმეტეს მას, როგორც კულტურის მოღვაწეს ისე უნდოდა ჩემი გაცნობა. თუ სადმე შემხვდება, აუცილებლად გავიცნობ როგორც კულტურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წარმომადგენელს", - განაცხადა გიორგაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics