09:09 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-03 12:33:51, 776 ნახვა

სამხედრო
ავღანეთში ქართველი მშვიდობისმყოფელების მიერ შემუშავებული გეგმიური სწავლება ჩატარდა

ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფში, ბაზა „მარმალის“ საწვრთნელ პოლიგონზე ქართველი მშვიდობისმყოფელების მიერ შემუშავებული გეგმიური სწავლება ჩატარდა. სწავლებაში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის საპატრულო მოტორიზებული და სწრაფი რეაგირების ოცეული გერმანელ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად მონაწილეობდა. 

გეგმიური სწავლების ამოცანაა, სწრაფი რეაგირების ოცეულმა მხარდამჭერ ძალებთან ერთად დაჭრილების ევაკუაცია,  ალყაში მოქცეული ქვედანაყოფის გამოყვანა და უსაფრთხოების ზონაში დაზიანებული ჯავშანტექნიკის ტრანსპორტირება უზრუნველყოს.

წვრთნის დროს შექმნილ სიტუაციაში სამეთაურო რგოლის მიერ პირადი შემადგენლობის და მომაგრებული ქვედანაყოფების მართვადა კონტროლიც განხორციელდა.

სწავლებაში გერმანიის შეიარაღებული ძალების ჯავშანტექნიკა იყო ჩართული. წვრთნაში საინჟინრო, ტექნიკის ევაკუაციისა და სამედიცინო ჯგუფებიც მონაწილეობდნენ.

საჩვენებელი წვრთნის ფარგლებში ქართველმა სამხედროებმა სწრაფი რეაგირების და უცხოელ პარტნიორებთნ ერთად კოორდინირებულად მოქმედების დემონსტრირება მოახდინეს. 

I ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული სამშვიდობო მისიას მაზარ-ი-შარიფის ბაზა „მარმალზე“ 2017 წლის იანვრიდან ასრულებს. ასეულის უმთავრეს ამოცანას სამოქმედო არეალში პატრულირება წარმოადგენს.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვენესუელაში მიწისძვრის ორი სერია მოხდა - 7.2 და 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის, არიან დაღუპულები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics