21:08 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-03 10:58:05, 2161 ნახვა

კომენტარი
დიდუბის გამგებელი: ყველა დონეზე მოხდება ხანძრის შედეგად დაზარალებულების დახმარება

„პირველ რიგში, მინდა გამოვუცხადო მათ თანადგომა იმ დიდი ტრაგედიისთვის, რაც გუშინ მოხდა. ყველა ინსტანციაზე იქნება ამ ადამიანების დახმარება თვითმმართველობის მხრიდან“,-ამის შესახებ დიდუბის რაიონის გამგებელმა ირმა ზავრადაშვილმა  ელიავას ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც გამგებელმა აღნიშნა, ეს არის ტრაგედია, რომელიც ერთ რაიონის ფარგლებს შორდება და  უნდა ჩაერთოს ცენტრალური ხელისუფლება და თვითმმართველობა.

„გამგეობის ბიუჯეტი ორიენტირებულია იმ ადამიანებზე, რომლებიც ამ რაიონში არიან რეგისტრირებული, შესაბამისად, ეს არის ტრაგედია, რომელიც ერთი რაიონის ფარგლებს შორდება და უნდა ჩაერთოს ცენტრალური ხელისუფლება და თვითმმართველობა. რა თქმა უნდა, ყველა იმ ინსტანციაზე, სადაც დახმარება საჭირო იქნება, მე ამ ადამიანების გვერდით ვიქნები. პირველ რიგში, მინდა გამოვუცხადო მათ თანადგომა იმ დიდი ტრაგედიისთვის, რაც გუშინ მოხდა. ყველა ინსტანციაზე იქნება ამ ადამიანების დახმარება თვითმმართველობის მხრიდან“,-განაცხადა დიდუბის გამგებელმა და ყველას მოუწოდა, ნუ ეცდებიან მომხდარის პოლიტიკური ქულების დასაწერად გამოიყენონ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics