23:15 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-29 12:35:20, 2416 ნახვა

სამართალი
არსებული ინფორმაციით, დეპუტატების ელექტრონულ ფოსტებზე კიბერშეტევა განხორციელდა

არსებული ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის წევრების ელექტრონულ ფოსტებზე კიბერშეტევა განხორციელდა.

როგორც ჟურნალისტებთან საუბარში შინაგან საქმეთა  მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა აღნიშნა, პარლამენტთან დაკავშირებით უწყებაში  ოფიციალური შეტყობინება არ შესულა.

მისივე თქმით,შსს-ს სპეციალისტების პარლამენტის შესაბამის სამსახურს დაუკავშირდნენ და ვითარებაში ერკვევიან.

„რაც შეეხება საკანონმდებლო ორგანოს, პარლამენტთან დაკავშირებით ოფიციალური შეტყობინება არ ყოფილა, თუმცა საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ჩვენი სპეციალისტები პარლამენტის შესაბამის სამსახურს დაუკავშირდნენ და ვითარებაში გარკვევა მიმდინარეობს. პირველადი ინფორმაციის შეგროვების შემდეგ გადაწყდება, თუ რა მოხდა და დაიწყება თუ არა სისხლის სამართლის გამოძიება. გამოძიება დაწყებული არ არის, თუმცა ჩვენი ინიციატივით, პარლამენტს დავუკავშირდით“,-განაცხადა შალვა ხუციშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics