21:09 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-27 11:23:38, 2229 ნახვა

კომენტარი
ნარმანია: ავტომანქანების ტექდათვალიერებასთან დაკავშირებული საკითხების მომზადება დაწყებულია

თბილისის მერის დავით ნარმანიას ინფორმაციით, ავტომანქანების ტექნიკურ დათვალიერებასთან დაკავშირებული საკითხების მომზადება უკვე დაწყებულია.

როგორც მერმა ჟურნალისტებს განუმარტა, შესაბამისი გრაფიკით დაგეგმილი ღონისძიებები ეტაპობრივად, უახლოეს მომავალში განხორციელდება.

დავით ნარმანიამ აღნიშნული საკითხის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„სახელმწიფომ გადადგა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები და დაწყებულია ავტომანქანების ტექდათვალიერებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ეს თითოეული ჩვენთაგანის ჯანმრთელობაზე პირდაპირ დადებით ასახვას ჰპოვებს. მნიშვნელოვანია, რომ ყველა უწყება არის ერთ აზრზე. შესაბამისი გრაფიკით განხორციელდება დაგეგმილი ღონისძიებები. ტექდათვალიერება უზრუნველყოფს ერთის მხრივ კომფორტს და უსაფრთხოებას ჯანმრთელობის თვალსაზრისით, მეორეს მხრივ კი, დადებითად აისახება ქვეყნის გარემოზე“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

რაც შეეხება ტაქსებთან დაკავშირებულ რეგულაციებს, თბილისის მერმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე მუშაობა დედაქალაქის მერიაში უკვე დაწყებულია. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics