|
2017-06-26 09:42:54, 2186 ნახვა
სამართალი
ე.წ. ციანიდის საქმეზე დღეს მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება
ე.წ. ციანიდის საქმეზე დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი გაიმართება. სხდომა ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით განახლდება. საერთო ჯამში პროკურატურა საქმეზე 120-მდე მოწმის დაკითხვას გეგმავს. უკვე დაიკითხა ბრალდების მხარის ე.წ. ოქროს მოწმე, ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე. პროკურორების ინფორმაციით, მან მამა გიორგი მამალაძის მიმართ წარდგენილი ბრალდება დაადასტურა და ცალსახად თქვა, რომ ის გეგმავდა პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას. დაცვის მხარე კი საპირისპიროს ამტკიცებს და ამბობს, რომ ირაკლი მამალაძემ დეკანოზისსთვის წარდგენილი ბრალი არ დაადასტურა და სასამართლოს არათანმიმდევრული და ურთიერთგამომრიცხავი ჩვენება მისცა. თავად ირაკლი მამალაძეს მედიასთა კომენტარი არ გაუკეთებია. ის ისევე როგორც საიდუმლო შესასვლელის მეშვეობით აღმოჩნდა სასამართლო პროცესზე, ასევე სხდომათა დარბაზი სათადარიგო გასასვლელიდან დატოვა. სხდომა საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზეა ჩანიშნული. შეგახსენებთ, გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული მამა გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობას ამზადებდა ანგარებით, თანამდებობრივი მდგომარეობის და მატერიალური სარგებლის შენარჩუნების მოტივით. მათივე ცნობით, მიღებული ქიმიური, ტოქსიკოლოგიური და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით დადგინდა, რომ ბრალდებულის ბარგიდან ამოღებული ნივთიერება წარმოადგენს სწრაფი მოქმედების ძლიერ შხამს - ნატრიუმის ციანიდს, რომლის ოდენობა საკმარისი იყო რამდენიმე ადამიანის სიცოცხლის მოსასპობად. აქედან გამომდინარე, საქმე სასამართლოში წარიმართა სსკ-ის 18, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მომზადება ანგარებით), რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გარდა აღნიშნულისა, გიორგი მამალაძეს ბრალი წარდგენილი აქვს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)