10:22 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-22 19:08:02, 2139 ნახვა

საზოგადოება
Gulf Air-მა ბაჰრეინი-თბილისის მიმართულებით რეგულარულ ფრენები დღეიდან დაიწყო

მსოფლიოში ერთ-ერთმა მსხვილმა ავიაკომპანია Gulf Air-მა ბაჰრეინი-თბილისის მიმართულებით რეგულარულ ფრენები დღეიდან დაიწყო. 

რეისები კვირაში სამჯერ ორშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს Airbus 320-321 ტიპის ავიახომალდებით შესრულდება.

Gulf Air საქართველოს საავიაციო ბაზრით 2016 წელს დაინტერესდა. პირდაპირი ავიარეისების დანიშვნასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად ტავ ჯორჯიაც აქტიურად მონაწილეობდა.

Gulf Air მსოფლიოს საავიაციო ბაზარზე 1950 წლიდან ოპერირებს. ავიაკომპანია ბაჰრეინის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს მსოფლიოს სამ კონტინეტზე 40-ზე მეტ საერთაშორისო მიმართულებით ახორციელებს.  ამჟამად ავიაკომპანიის მფლობელობაში 28 საჰაერო ხომალდია, თუმცა 2018 წლისთვის მათი რიცხვი 39-ით გაიზრდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აფეთქებები ირანის შვიდ ქალაქში და სამ კუნძულზე დაფიქსირდა
ტრამპმა მხარი დაუჭირა ლინდსი გრემის კანონპროექტს, რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთურ“ სანქციებზე
უკრაინამ ბაშკორტოსტანში ბოლო მსხვილი ბენზინის მწარმოებელს და ყუბანში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა
ტრამპმა ოფიციალურად აცნობა კონგრესს ირანზე აშშ-ის საჰაერო დარტყმების განახლების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics