|
2017-06-21 18:37:00, 2259 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: მოქმედ პრეზიდენტს უნდა დარჩეს თეორიული შანსი მაინც, საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭი იყაროს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, დღევანდელი და ხვალინდელი საპარლამენტო სისტემისთვის უმჯობესია პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა, თუმცა პერსონალური ფაქტორის გათვალისწინებით, პირველად საპრეზიდენტო არჩევნები არაპირდაპირი წესით 2023 წელს ჩატარდება. „კერძოდ, ანგარიში გავუწიეთ იმ ფაქტორს, რომ დღეს მოქმედ პრეზიდენტს უნდა დარჩეს თეორიული შანსი მაინც იმის, რომ მან საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭი იყაროს. სწორედ ამ პერსონალური ფაქტორის გათვალისწინებით მოხდა რეალურად სისტემის სრულფასოვანი ამოქმედების გადავადება 6 წლით, რაც იყო პრინციპული პოლიტიკური გადაწყვეტილება, ეს გვირჩია და მოგვიწონა ვენეციის კომისიამ. პერსონალური ფაქტორის გათვალისწინებით, 2023 წელს ჩატარდება პირველად საპრეზიდენტო არჩევნები არაპირდაპირი წესით“,-აღნიშნა კობახიძემ და დასძინა, რომ ამ ნაბიჯით მათ დაადასტურეს, რომ საუბარი, თითქოს „ქართულ ოცნებას“ პირდაპირი გზით არჩევნების ჩატარების შიში აქვს, სპეკულაციაა: „ჩვენ შიში პირდაპირი არჩევნების არ გვაქვს, ჩვენ ვართ დარწმუნებული გამაჯვებაში და ასეც რომ არ იყოს, მაშინაც არ გვექნებოდა შიში პირდაპირი არჩევნების მიმართ. მოვხსენით ყოველგვარი საბაბი სპეკულაციებისთვის, რომელიც მძიმე ფორმით წარმოებდა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წინააღმდეგ, განსაკუთრებით პრეზიდენტის მხრიდან“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, სადაც კონსტიტუციის პროექტს განიხილავენ.
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)