14:29 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-15 12:43:03, 2466 ნახვა

სამართალი კომენტარი
„ცენტრ პოინტის“ საქმის პროკურორი: კონკრეტული ნაბიჯები თუ არ გადაიდგა, საპროცესო შეთანხმება არ გაფორმდება

„ვიდრე „ცენტრ პოინტის“ მხრიდან  კონკრეტული ნაბიჯები არ გადაიდგმება დაზარალებულთა დასაკმაყოფილებლად, მსჯავრდებულებთან საპროცესო შეთანხმება არ  გაფორმდება“, - ამის შესახებ „ცენტრ პოინტის“ საქმის პროკურორმა დავით გუმბერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პროკურორის განცხადებით, გურამ რჩეულიშვილის მიერ შემოთავაზებული დაზარალებულთა დაკმაყოფილების გეგმა პროკურატურისთვის დამაკმაყოფილებელი არ არის. 

"ბრალდების მხარე არანაირ გეგმას და სამოქმედო სტრატეგიას არ განიხილავს საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით. ჩვენს მიერ შეთავაზებულია პირობა, რომ დაკმაყოფილდნენ დაზარალებულები. როდესაც ჩვენ გვექნება რეალური წინ გადადგმული ნაბიჯი და დაკმაყოფილდებიან დაზარალებულები, ამის შემდგომ ვიმსჯელებთ საპროცესო შეთანხმებაზე. მათ მიერ შემოთავაზებულია მხოლოდ გარკვეული ინვესტორები და სამომავლო გეგმა”,-განაცხადა გუმბერიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics