11:44 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-14 14:41:32, 2465 ნახვა

მსოფლიო
ლონდონში ხანძარს 6 ადამიანი ემსხვერპლა - 50-ზე მეტი ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი

ლონდონში მომხდარი ხანძრის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 50-ზე მეტი ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, - ამის შესახებ BBC პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, გარდაცვლილთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს. დაშავებულები ადგილობრივ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. მათ უმრავლესობას კვამლით ინტოქსიკაციის ნიშნები აღენიშნება.

მომხდარს ლონდონის მერი სადიქ ხანი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გაჩენილი ხანძრის გამო "განადგურებულია".

"მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მეხანძრეებს და საგანგებო სიტუაციების სამსახურებს იმ წარმოუდგენელი მამაცობისთვის და პროფესიონალიზმისთვის, რომელიც მათ გამოაჩინეს", - აღნიშნა ლონდონის მერმა.

შეგახსენებთ, რომ ლონდონში საცხოვრებელ კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარი ლონდონის დასავლეთით, Grenfell-ის მრავალსართულიან საცხოვრებელი კომპლექს გაუჩნდა. არსებობს საშიშროება, რომ შენობა ჩამოინგრევა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics