|
2017-06-13 13:12:55, 1706 ნახვა
საზოგადოება
კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა 13 ივნისს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკო
სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა მინდია ჯანელიძემ, საბჭოს აპარატის წარმომადგენლებთან ერთად გუშინ, გვიან ღამით, 13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და და ვერეს ხეობაში ტრაგედიის დროს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკო. 13 ივნისის ტრაგედიიდან ორი წელი გავიდა. 2015 წლის 13 ივნისს, თბილისში მომხდარ სტიქიას ათობით ადამიანისა და ზოოპარკის ასობით ბინადრის სიცოცხლე იმსხვერპლა. გადაუღებელი წვიმის შედეგად, წყნეთი-ბეთანიის გზაზე მეწყერი ჩამოწვა და მდინარე ვერე ადიდდა. ადიდებულმა მდინარე ვერემ თბილისის ზოოპარკი დატბორა და ასობით ცხოველი შეიწირა. განადგურდა მზიურის ბაღის ტერიტორია, სადაც თითქმის ერთი თვის განმავლობაში დაკარგულების ცხედრებს, მოქალაქეები და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები ეძებდნენ. მზიურისა და ზოოპარკის განადგურებულ ტერიტორიაზე ათასობით მოხალისე მთელი დღის განმავლობაში გაწმენდით სამუშაოებში იღებდა მონაწილეობას. ადიდებულმა მდინარე ვერემ, ხეობაში არსებული სახლები წყლის ქვეშ მოაქცია. სტიქიას ვერ გადაურჩნენ სვანიძის ქუჩაზე მდებარე ძაღლთა თავშესაფრის ბინადრებიც. სტიქიამ თითქმის მთლიანად გაანადგურა თბილისის ზოოპარკი, ცხოველების დიდი ნაწილი წყალდიდობას ემსხვერპლა, გარკვეულმა ნაწილმა კი ვოლიერებს თავი დააღწია და ქალაქში გაიქცა. სტიქიის შედეგად გარდაიცვალა 21 ადამიანი, უგზო-უკვლოდ დაკარგულად 2 ადამიანი ითვლება, დაზარალებული ოჯახების რაოდენობამ 239 შეადგინა, ხოლო დაზარალებული ფიზიკური პირების რაოდენობა 1041-ია. გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და დაუკანონებელი ფართის მესაკუთრეებს სულ 35 ბინა გადაეცათ. სტიქიას ემსხვერპლა თბილისის ზოოპარკის ცოცხალი კოლექციის დაახლოებით 50% (ზოოპარტკში სულ 281 ბინადარი იყო). დახმარებისა და შემოწირულობების სახით სულ 26 304 801 ლარი შეგროვდა.
(NS)
ტრამპმა ოფიციალურად აცნობა კონგრესს ირანზე აშშ-ის საჰაერო დარტყმების განახლების შესახებ
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა სვირიდენკომ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა
თბილისის მერია ადასტურებს, რომ ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟის ნებართვა გაიცა
პუტინი ცხინვალის მარიონეტ კამბოლოვს: ველოდები, რომ გაგლოევის „განვითარებულ მოვლენებს“ გამოიყენებთ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)