16:42 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-12 15:36:37, 2307 ნახვა

სამართალი
Birja Mafia-ს კიდევ ერთი წევრი, გიორგი ქებურია თავისუფალია

მუსიკალური ჯგუფის "ბირჟა მაფიას" ორივე წევრი   წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლდა. 

გიორგი ქებურიასთვის  საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი თბილისის სააპელაციო სასამართლოში ამ წუთებში დასრულდა.

მიხეილ მგალობლიშვილის მსგავსად, სასამართლომ საპატიმრო ღონისძიება მასაც არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებით შეუცვალა. ქებურიას გირაოს სახით 20 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა, მიხეილ მგალობლიშვილს კი, 50 ათასი ლარის.

როგორც მოსალოდნელი იყო, ბრალდების მხარე „ბირჟა მაფიას" წევრის მიმართ არასაპატიმრო ღონისძიების გამოყენებას დაეთანხმა.

შეგახსენებთ, Birja Mafia-ს წევრებს გიორგი ქებურიასა და მიხეილ მგალობლიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მათ სამართალდამცავები დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება MDMA-ს შეძენა-შენახვას ედავებიან. რეპერები აცხადებენ, რომ ნარკოტიკი ჩაუდეს და რეალურად, მათზე შური კლიპის გამო იძიეს, სადაც პოლიციელი გააშარჟეს. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება აღკვეთის ღონისძიების სახით მათთვის  პატიმრობის შეფარდების თაობაზე, დაცვის მხარემ სწორედ  თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გორში ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთის“ მხარდამჭერი აქცია გაიმართა
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
მდინარაძე ავალიანის საქმეზე დაზარებულებს მიმართავს - ნუ დავასწრებთ მოვლენებს
კუპრაძე - მოქალაქეებო კამერებით რუსული სპეცსამსახურები გვითვალთვალებენ, ეს ყველაფერი ივანიშვილის ანტიქართულმა რეჟიმმა აამოქმედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics