|
2017-06-11 13:17:31, 7876 ნახვა
სპორტი
ინაშვილი: მუსიკოსების დაკავება ცალკეული პოლიციელების მხრიდან ხელოვანთა მიმართ შესაძლო შურისძიების თემაზე მაფიქრებინებს
„ორი ახალგაზრდა მუსიკოსის დაკავების ფაქტი მაფიქრებს არა იმდენად ნარკოპოლიტიკის (რასაც ღრმა, სისტემური, ფუნდამენტური მიდგომა სჭირდება და არა ხმაურიანი ლოზუნგები), არამედ ცალკეული პოლიციელების მხრიდან ხელოვანთა მიმართ შესაძლო შურისძიების თემაზე“,-ასე ეხმაურება „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ირმა ინაშვილი Birja Mafia-ს წევრების დაკავების ფაქტს. „ხაზს ვუსვამ სიტყვას "შესაძლო", რადგან ჯერ გამოძიება მიმდინარეობს და ვცდილობ ობიექტურობა დავიცვა. მედიასაშუალებებიდან სხვადასხვა ტიპის ინფორმაციას გავეცანი. ვიმეორებ: გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ მე მაინც მრჩება კითხვა: რატომ დაემთხვა დროში უკვე გახმაურებული კლიპის პრეზენტაცია და მუსიკოსების დაკავების ფაქტი? ხომ არ სჭირდება ზოგიერთ პოლიციელს იმისი განმარტება, რომ თუ კაცს დანაშაული არ ჩაუდენია, (გარდა იმისა, რომ კლიპი გადაიღო და შენ ეს კლიპი საკუთარი მუნდირის შეურაცხყოფად აღიქვი), მასზე შური არ უნდა იძიო?! პოლიციელთა გარდა, ღირსების მუნდირი ყველა სხვა პროფესიის ადამიანს აქვს. თუ ყოველი შემოქმედებითი ილეთი, თუ ხატოვანი ფრაზა პროფესიული მუნდირის შეურაცხყოფად იქნება აღქმული, მაშინ ქვეყანაში თეატრებიც უნდა გავაუქმოთ და საკონცერტო დარბაზებიც დავხუროთ... და საერთოდ, დავუწესოთ ხელოვანებს, რაზე იმღერონ და რაზე- არა, მელოდიის ტექსტიც ჩვენ დავუწეროთ. სიმართლე გითხრათ, ძალიან მინდა ჩემი ეს განცდა ფუჭი გამოდგეს, მაგრამ ისიც ხომ ფაქტია, რომ საზოგადოების ნაწილს ჩემსავით კითხვები და ეჭვი აწუხებს?! და ეს კითხვები პასუხს ითხოვს. მეორე- ვატყობ, მარტო მე არ მესმის სულ უფრო და უფრო ხშირად სიტყვა " ჩაუდეს", რაოდენობა ხარისხში გადადის. შინაგან საქმეთა მინისტრმა განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ უნდა აიყვანოს ეს ფაქტები და ეს საქმეები და გაფანტოს განცდა, რომ ქვეყანაში ახალგაზრდობას (ნარკოტიკის თემით მანიპულირების გზით) უკვე სულს ხდიან. თუ ნარკოტიკის წინააღმდეგ ბრძოლაზე მიდგა საქმე, არხები და წყაროები როგორ გადაიკეტოს, ისევ ძალოვანებმა იციან, მაგრამ მე 47 წლის ვხდები და ეს გადაკეტილი არხები ჯერ არ მინახავს. ვფიქრობ, არაა საჭიროება დავაფიქსირო პოლიციის, როგორც ინსტიტუტისადმი ჩემი პატივისცემა, მაგრამ ზედმეტი ემოციების აღსაკვეთად მაინც ვაფიქსირებ. თუმცა, ჩემი პატივისცემა პოლიციისადმი სულაც არ მათავისუფლებს იმ ეჭვისგან, რაზეც ზემოთ მოგახსენეთ. P. S ჩემი რჩევაა მერიისადმი და ზოგადად, ხელისუფლებისადმი: სხვა დროს პარლამენტის წინ მისულ მომიტინგეებს ლამპიონებს ნუ გამოურთავთ. უბრალოდ, სირცხვილია“,-წერს ირმა ინაშვილი. შეგახსენებთ, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, Birja Mafia-ს მხარდამჭერი აქცია-მსვლელობა გაიმართა. აქციაზე სხვადასხვა შინაარსის ტრანსფარანტები ჰქონდათ გამოტანილი, მათ შორის: „ჩვენ მოვიგებთ ომს“, „გაბედე დეკრიმინალიზაცია“, „სამწუთიანი კლიპისთვის 20 წელი“ და სხვა. ცნობისთვის, Birja Mafia-ს წევრებს გიორგი ქებურიასა და მიხეილ მგალობლიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მათ სამართალდამცავები დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება MDMA-ს შეძენა-შენახვას ედავებიან. რეპერები აცხადებენ, რომ ნარკოტიკი ჩაუდეს და რეალურად, მათზე შური კლიპის გამო იძიეს, სადაც პოლიციელი გააშარჟეს.
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)