|
2014-12-31 10:49:07, 4432 ნახვა
საზოგადოება
შს მინისტრის მოადგილე საქველმოქმედო აქციას აგრძელებს
შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის ინიციატივით დაწყებულ საქველმოქმედო აქციას სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის ყველა სტრუქტურული დანაყოფი შეუერთდა. ქარელის რაიონში მცხოვრებ, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ ოჯახებს მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მღებრიშვილი, სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის ადმინისტრაციის უფროსი იაკობ გეგეშიძე, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი ზაზა ფანცულაია, სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტის დირექტორი გიორგი ხადური, სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დირექტორი ზურაბ ჭაბაშვილი ცენტრის თანამშრომლებთან ერთად ეწვივნენ. სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის წარმომადგენლები კასპში და ქარელის რაიონში, ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლებში – თამარაშენში, კნოლევში, აბანოში, ცერონისში, კოდაში, ჭვრინისში, ავლევში, ატოცში მცხოვრებ 73 ოჯახს ეწვივნენ და საკვები პროდუქტები გადასცეს. საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა, შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად, სოფლებში: თამარაშენი, აბანო, კოდა და ცერონისი, დამატებით კიდევ 18 ოჯახს გაუწიეს დახმარება. შს სამინისტრო საქველმოქმედო აქციას აგრძელებს და საქართველოს რამდენიმე რეგიონში, მაღალმთიან რაიონებში მაცხოვრებელ, მრავალშვილიან და სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ ოჯახებს მოიცავს. აქციის მიზანია ზამთრის პერიოდში აღნიშნული ოჯახების მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება. სამინისტრო სულ 1000-მდე ოჯახს დაეხმარება.
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
ბოკუჩავა - ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ
თუ სიჩქარის მცირედი გადაჭარბება იქნება, მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება, ჯარიმები გაიზრდება - დარახველიძე
საქართველოში შექმნილია სასათბურე პირობები ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელისთვის – დროა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)