18:01 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-08 20:02:24, 1722 ნახვა

საზოგადოება
ავთანდილ ხურციძე დაკავების გამო, ლონდონში დაგეგმილ ორთაბრძოლაში მონაწილეობას ვერ მიიღებს

მოკრივე ავთანდილ ხურციძის პრომოუტერის ლოუ დიბელას განცხადებით, ხურციძე ლონდონში დაგეგმილ ორთაბრძოლას, დაკავების გამო ვერ მოახერხებს, - ამის შესახებ ბრიტანული მედია იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ჩემპიონატის ორგანიზატორები გამოძიებისგან დამატებით ინფორმაციას ელოდებიან, რის შემდეგაც მიიღებენ გადაწყვეტილებას შოუსთან დაკავშირებით, მათ შორის ბილეთების დაბრუნებაზე.

ცნობისთვის, ავთანდილ ხურციძისა და ბრიტანელი მოკრივე ბილი ჯო სანდერსის ორთაბრძოლა გადაიდო.

შეგახსენებთ, რომ ნიუ-იორკში დაკავებულ ქართველებს შორის, რომლებიც  აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ცნობით, რუსულ-ქართული კრიმინალური დაჯგუფების წევრები არიან, შესაძლოა ცნობილი სპორტსმენებიც იყვნენ. ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრომ დაკავებულთა სია გამოაქვეყნა. სიის თანახმად, დაკავებულებს შორის არიან ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი, თუმცა ამ დროისთვის დადასტურებული არ არის, საუბარია თუ არა ქართველ სპორტსმენებზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
“მცირე ბიზნესის ჯაჭვი” - საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics