11:39 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-08 15:59:19, 2136 ნახვა

კომენტარი
კობახიძე: უშიშროების საბჭოს მდივანმა არ იცის, რა არის მისი სტატუსი, ეს ძალიან მძიმე შემთხვევაა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი გააკრიტიკა.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, უშიშროების საბჭოს მდივანმა არ იცის მისი სტატუსი არ იცის. 

"უშიშროების საბჭოს მდივანი, ანუ ის პირი, რომელიც მემსახურება მე, ისევე როგორც პრეზიდენტს, პრემიერს და საბჭოს სხვა წევრებს და მეუბნება, რომ მე და თქვენ ვერ შევთანხმდებით, ეს ნიშნავს იმას, რომ უშიშროების საბჭოს მდივანს საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, სად არის და როგორ არის. უშიშროების საბჭოს მდივანმა არ იცის, რა არის მისი სტატუსი ეს არის ძალიან მძიმე შემთხვევა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ მისი კრიტიკა საფუძვლიანია და ლანძღვასთან საერთო არაფერი აქვს. 

"დესტრუქციული არის შეფასება, რომელიც შეურაცხყოფასთან არ არის დაკავშირებული, სუსტი პოზიციები ვთქვი დღეს და ესეც არ არის არანაირად შეურაცხყოფასთან დაკავშირებული. ჩვენთვის აუცილებელია, რომ ვთქვათ სიმართლე, იმ რეალობასთან დაკავშირებით, რომელიც არსებობს. სიმართლე არის ის, 5 თვის განმავლობაში ყოველდღიურ რეჟიმში წარიმართება კამპანია სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის, დღეს უკვე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, ეს კამპანია არ ეფუძნება არანაირ ლოგიკას და არანაირ არგუმენტებს", - განაცხადა კობახიძემ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics