|
2017-06-07 22:00:37, 1145 ნახვა
სპეციალური ანონსი
8 ივნისის ანონსი
10:00 საათზე, თბილისში, „ექსპო ჯორჯიას“ მე-3 პავილიონში გაიმართება ევროკავშირის პროექტის „საქართველოს სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარების მხარდაჭერა ვეროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად“ დახურვის კონფერენცია. ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძე დაესწრება. 11:00 საათზე, სასტუმრო ”ჰოლიდეი ინნში“ სახალხო დამცველი იძულებით გადაადგილებულ პირთა და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ სპეციალური ანგარიშების პრეზენტაციას გამართავს. 11:00 საათზე, ფონდ ”ქართული გალობის“ სათავო ოფისში გაიმართება პრესკონფერენცია, რომელიც ეძღვნება საქართველო-ჩინეთის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისადმი მიძღვნილ კულტურულ ღონისძიებებს. 11:00 საათზე, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი, პორტალ „კვირას“ პრეს-კლუბში, სახელმწიფოსთან და საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან მოქალაქე როლანდ ბლადაძის ჩამორთმეულ ქონებასთან დაკავშირებით, საქართველოს უზენაესს სასამართლოში მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, პირველ საჯარო განცხადებას გააკეთებს. 11:00 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნში" სახალხო დამცველი იძულებით გადაადგილებულ პირთა და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ სპეციალური ანგარიშების პრეზენტაციას გამართავს. 11:00 საათზე, ენმ–ის ცენტრალურ ოფისში დავით ლაგვილავას პრესკონფერენცია გაიმართება 12:00 საათზე , საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია და გაეროს ბავშვთა ფონდი გამართავენ დისკუსიას "გადაცემები ბავშვებისა და მოზარდებისათვის". შეხვედრისას წარმოდგენილი იქნება ქარტიისა და იუნისეფის ერთობლივი პროექტის ფარგლებში საბავშვო სატელევიზიო არხებზე დაკვირვების შედეგები, რის შემდეგაც გაიმართება დისკუსია, თუ რას უნდა სთავაზობდეს მედია ბავშვებს, რამდენად აკმაყოფილებს ქართული მედია სხვადასხვა ასაკის ბავშვთა ინტერესებს, რა შეიძლება გაკეთდეს არსებული სიტუაციის გასაუმჯობესებლად და როგორია თავად ბავშვების შეფასება. 14:00 საათზე, ტექნოპარკში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია კერძო სექტორისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს ახალ საინვესტიციო პროექტს გააცნობს, რომელიც მიზნად ისახავს თბილისსა და ქუთაისში ლოგისტიკური ცენტრების განვითარებას. 16:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, გაიმართება სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სამოქალაქო აქტივისტებთან, ექსპერტებთან, რომლებიც ქართულ-ოსური ურთიერთობების მოწესრიგების, ნდობის მშენებლობის საკითხებზე მუშაობენ. 16:30 საათზე, ჟორდანიას განახლებული კლინიკის გახსნას შრომის, 17: 30 საათზე, განახლებული ჟორდანიას კლინიკა გაიხსნება, რომელსაც კლინიკის ახალი ხელმძღვანელი ნანა ჯანელიძე, საქართველოს შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები დაესწრებიან. 18:30 საათზე, თბილისში, ელიას მთაზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა განახლებული მემორიალი გაიხსნება. 19:30 საათზე, თსუ-ის პირველი კორპუსის #07 აუდიტორიაში გაიმართება საგანგებო შეკრება, კონფერენცია - "დევნილი სამოქალაქო აქტივისტების მდგომარეობა სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის აუზის ქვეყნებში". 8 და 9 ივნისს, დოკუმენტების საცავების დათვალიერება და იქ დაცული დოკუმენტების ნახვანებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია. ამისათვის მან წინასწარ უნდა გაიაროს რეგისტრაცია. ასეთი ტიპის პროექტი ეროვნულ არქივში პირველად ტარდება. ეროვნული არქივის საცავებში დაშვება მხოლოდ არქივის მცველებს აქვთ. რაც შეეხებამკვლევარებს, არქივში დაცული მასალების დედნებისა და ელექტრონული ასლების გაცნობაცენტრალური და რეგიონული არქივების მკვლევართა დარბაზებში შეუძლიათ. „არქივის ღია კარისათვის" მომზადებულია სპეციალური ტური, რომელიც მოიცავსწერილობითი დოკუმენტების, კინოფირებისა და ფოტოების საარქივო საცავების,დიგიტალიზაციისა და ლაბორატორიის ოთახების, პავილიონის დათვალიერებას.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)