11:43 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-07 15:24:36, 2476 ნახვა

მსოფლიო
ირანის ტერაქტის ოთხივე შემსრულებელი ლიკვიდირებულია

ოთხივე თავდამსხმელი, რომელიც ირანში პარლამენტის შენობაში შეიჭრა, ლიკვიდირებულია, - ამის შესახებ BBC იუწყება.

სამარტალდამცველების ინფორმაციით, პარლამენტის შენობაში სხვა თავდამსხმელები აღარ არიან.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ირანის დედაქალაქ თეირანში პარლამენტის შენობაში ტერორისტები შეიჭრნენ. თავდამსხმელებმა შენობაში მყოფ პირებს ცეცხლი გაუხსნეს. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მძევლად 5 ადამიანი ჰყავდათ აყვანილი. პარალელურად კიდევ ერთი თავდასხმა იმამ ჰომეინის მავზოლეუმზე განხორციელდა, სადაც ერთ-ერთმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. დაშავდა 5 ადამიანი. ირანის პარლამენტსა და მავზოლეუმზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, ხოლო 39 ადამიანი დაშავდა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics