|
2015-04-17 11:30:00, 1149 ნახვა
ეკონომიკა
„აირზენა“ ეკონომიკის სამინისტროს რუსული მხარის ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს
„აირზენა“ ეკონომიკის სამინისტროს რუსეთისათვის ქართული ავიასივრცის გადაბარებაში ადანაშაულებს. ქართულ ავიაკომპანიაში აცხადებენ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შემდგარ შეთახმებაში ქართული მხარის ინტერესები გათვალისწინებული არ ყოფილა. „აირზენას“ გენერალური დორექტორი იასე ზაუტაშვილი „ექსპრესნიუსთან“ საუბარში ამბობს, რომ რუსულ ავიკომპანიებს კონკურენციას ვერ გაუწევენ. „რუსულ მხარესთან მოლაპარაკების პერიოდში ჩვენთან არცერთი კონსულტაცია არ ჩატარებულა. ეკონომიკის სამინისტრომ საქართველო-რუსეთს შორის არსებული ხელშეკრულება დაარღვია, რომელიც პარიტეტის პრინციპს ითვალისწინებს და სიხშირეები განსაზღვრულია 10-10-ზე. მათ ერთპიროვნულად მიიღეს გადაწყვეტილება სიხშირეების გაზრდაზე 14-14-ზე, შემდეგ 18-18-ზე, ახლა არის 21-21-ზე. ეს სიხშირე მოსკოვის მიმართულებით დღეში 6 რეისს ნიშნავს. შედეგად, ერთ ქართულ ავიაკომპანიას რუსული ავიკომპანიები დაუპირისპირდება. საუბარია საკმაოდ მსხვილ მდიდარ კომპანიებზე, რომლებიც სახელმწიფო დოტაციაზე არიან. მათთვის კონკურენციის გაწევა ძალიან გაგვიჭირდება. ძალიან მალე ისინი დემპინგური პოლიტიკით და სხვა ხერხებით შეეცდებიან, ქართულ მხარეს ეს მიმართულება დაგვაკარგინონ და თვითონ იფრენენ ყველა მიმართულებით“, - აცხადებს იასე ზაუტაშვილი. „აირზენას“ გენერალური დორექტორის თქმით, საქართველოს მთავრობამ რუსული მხარის მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილა, რაც მათი კომპანიისთვის მომგებიანი არ იქნება. მისივე ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტროს მიერ გაკეთებული განცხადება, იმის შესახებ, რომ მოსკოვის გარდა სხვა ქალაქების მიმართულებით სიხშირეები ყოველთვის შეუზღუდავი იყო, სიმართლეს არ შეესაბამება. იასე ზაუტაშვილი აგრეთვე აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია საქართველოსა და რუსეთს შორის გადაყვანილ მგზართა ნაკადის გაზრდის შესახებ ასევე არაა სიმართლე. „არასდროს მოგვითხოვია, რომ დღეში 6 რეისი ყოფილიყო მოსკოვზე. როდესაც მოთხოვნა არ აღემატება 300 მგზავრს დღეში, არ შეიძლება დანიშნო ექვსი რეისი. ეს ნიშნავს, რომ შენს მგზავრებს აუცილებლად გადაიბირებს სხვა კომპანიები. მგზავრთა მატება არ ყოფილა. რუსეთის მსხვილი ტუროპერატორები კოტრდებიან და ქვეყანაში კრიზისია“, - აცხადებს ზაუტაშვილი. ამასთან, „აირზენას“ მომავალ კვირას პარლამენტის დარგობრივი კომიტეტისთვის მიმართვას გეგმავს, სადაც საკანონმდებლო ორგანოს საქართველო-რუსეთს შორის მიღწეული შეთახმების მოსალოდნელი შედეგების შესახებ აცნობებენ. ცნობისთვის, ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოსა და რუსეთს შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე ქართულ ავიაკომპანიებს უფლება ექნებათ, რეგულარული ფრენები რუსეთის 7 ქალაქში განახორციელონ, ხოლო რუსულ კომპანიებს – თბილისი, ბათუმისა და ქუთაისის მიმართულებით. ფრენის სიხშირეები თბილისი-მოსკოვის საჰაერო ხაზზე განისაზღვრა – ზამთრის სანავიგაციო სეზონზე 18 სიხშირე თითოეული მხრიდან, ხოლო ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე – 21 სიხშირე. შეგახსენებთ, რუსეთის ფედერაციასთან რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 2006 წელს შეწყდა. 2014 წელს რეგულარული საჰაერო მიმოსვლა მხოლოდ თბილისი–მოსკოვის მიმართულებით განახლდა. ამ დროისთვის ”ჯორჯიან ეარვეისი” მოსკოვში ყოველდღე დაფრინავს, 10 აპრილიდან რეისებს ასრულებს პეტერბურგის მიმართულებითაც და მალე ამ ქალაქებს სამარაც დაემატება. რაც შეეხება რუსულ კომპანიებს, ამ დროისთვის საქართველოში შემოსულია ”აეროფლოტი”, ”სიბირი” და ”ტრანსაერო”.
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე კვლავ თვს ესხმის დიდ ბრიტანეთს და მის მოქმედ პრემიერს
სქროლვა-სქრინვის სამმართველო მოქალაქეს ივანიშვილის წყევლის გამო ან ჯარიმას დაუწესებს ან 20 დღე ციხეში გაუშვებს
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე სქროლვა-სქრინვის სამსახურს ოპტიმიზმით უყურებს
კობახიძე ევროსაბჭოს რეზოლუციაზე - აბსურდია ყველაფერი, რაზეც საუბარია რეზოლუციაში, საქართველო არის მოწინავე დემოკრატიის თვალსაზრისით
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)