05:45 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-05 15:02:02, 899 ნახვა

სამხედრო
სამმხრივი საველე სწავლება „კავკასიის არწივი 2017“ დაიწყო

დღეიდან ათი დღის განმავლობაში საქართველო სამმხრივ საველე სწავლებას „კავკასიის არწივი 2017“ პირველად უმასპინძლებს.

ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის სასროლეთზე საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ქვედანაყოფები ურთიერთობებისა და თანამშრომლობის, ასევე სპეციალური ოპერაციების განხორციელების შესაძლებლობის განვითარების, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების და ურთიერთკოორდინაციის დახვეწის მიზნით სპეციალურ დავალებებს შეასრულებენ.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით სწავლებაში მონაწილეობას სახმელეთო და საჰაერო კომპონენტები მიიღებენ. სამხედროები ტაქტიკურ, საცეცხლე, საინჟინრო და სხვა სპეციალურ ამოცანებს განახორციელებენ. მათ სამედიცინო მომზადებისა და დასახლებულ პუნქტში ბრძოლის ელემენტების გავლაც მოუწევთ.

სცენარის მიხედვით ქვედანაყოფები მაღალი ღირებულების მიზნებს დაადგენენ და პირდაპირი მოქმედებების განხორციელებით მათ გაუვნებელყოფას მოახდენენ.

საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის სპეციალურ ოპერაციების დანაყოფების ერთობლივი სწავლება რიგით მესამეა. მანამდე აღნიშნულ სწავლებას ორჯერ თურქეთის რესპუბლიკამ უმასპინძლა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics