13:13 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-05 13:39:38, 1776 ნახვა

საზოგადოება
აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებმა ტრენერთა საერთაშორისო სერტიფიკატები მიიღეს

აღსრულების ეროვნული ბიუროს 15-მა თანამშრომელმა რამდენიმე თვიანი სასწავლო კურსის შედეგად აღმასრულებელთა საერთაშორისო ასოციაციის ტრენერთა სერტიფიკატი მიიღო. ტრენერთა ტრენინგი სააღსრულებო პროცედურების განმახორციელებელი თანამშრომლებისთვის გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციასთან პარტნიორობის ფარგლებში განხორციელდა. ტრენინგს უძღვებოდნენ აღსრულების საკითხებში ევროკავშირის აღიარებული ექსპერტები ნიდერლანდებიდან და ბულგარეთიდან.

ტრენინგი 3 ეტაპიანი იყო და თითოეული სასწავლო ფაზა მოიცავდა როგორც აქტიურ სალექციო პერიოდებს, ასევე დამოუკიდებლად შესასრულებელი სამუშაოს კომპონენტს და საპილოტე ტრენინგების ჩატარებას.

აქტივობის ფარგლებში პირველ ეტაპზე განხორციელდა სააღსრულებო წარმოების იმ ასპექტების იდენტიფიცირება, სადაც საჭირო იყო სასწავლო მოდულის შემუშავება. მოხდა ბიუროს თანამშრომლების ინფორმირება იმ უნარების შესახებ, რომელიც აუცილებელია ხარისხიანი სასწავლო კურსების შესადგენად.

აქტივობის მიზანი იყო სააღსრულებო წარმოების ფარგლებში სასწავლო მოდულების განვითარება და ტრენერების გუნდის ჩამოყალიბება, რომელიც მაღალხარისხიანი სააღსრულებო წარმოების უზრუნველყოფის მიზნით მოახდენს ახლადმოსული თანამშრომლების განათლებას სააღსრულებო წარმოების საკითხებზე და ასევე, საკანონმდებლო სიახლეების შემთხვევაში, სასწავლო მასალების რედაქტირებასა და ბიუროს მოქმედი თანამშრომლების გადამზადებას.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძემ მოიტყუა როცა თქვა, რომ 2011 წლის აქციის დარბევაზე დასავლეთს და ევროპულ სტრუქტურებს რეაქცია არ ჰქონიათ
კობახიძე - არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში
რუმინეთის საგარეო მინისტრი - საქართველს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მზის ენერგიის სექტორის განვითარებაზე შეხვედრა გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics