11:26 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-02 11:11:18, 1943 ნახვა

საზოგადოება
პარლამენტთან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მხარდამჭერი მორიგი აქცია მიმდინარეობს

თბილისში, პარლამენტის შენობასთან, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის მხარდამჭერი მორიგი აქცია მიმდინარეობს.

აქციაზე არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები, ჟურნალისტები, დაკავებული ჟურნალისტის მეუღლე და მისი მხარდამჭერები იმყოფებიან. ისინი მუხთარლის გაუჩინარებას სტვენით აპროტესტებენ.

როგორ აქციის მონაწილემ, ჟურნალისტმა თაზო კუპრეიშვილმა აღნიშნა, ისინი კითხვებზე პასუხს ითხოვენ.

„გუშინ და გუშინწინ პასუხს ვითხოვდით კითხვებზე, როგორ აღმოჩნდა ჩვენი აზერბაიჯანელი კოლეგა თბილისიდან ბაქოს ციხეში. ჩვენ პასუხი ვერ მივიღეთ ამ ორი დღის განმავლობაში. პასუხად გვესმის მხოლოდ გაუგებარი განცხადებები. ქართული საგამოძიებო მხარისთვის მნიშვნელოვანია აზერბაიჯანული საგამოძიებო სამსახურის შედეგი, რადგან იგი გვთხოვს დაველოდოთ აზერბაიჯანული მხარის გამოძიების შედეგს. არ ვენდობით გამოძიებას'',-განაცხადა კუპრეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი საქართველოში 29 მაისს "გაუჩინარდა“. 30 მაისს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის აზერბაიჯანში ნაცემ მდგომარეობაში, მალულად გადაიყვანეს. მას სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევის, საზღვრის უკანონო კვეთისა და კონტრაბანდის მუხლებით წაუყენეს ბრალი. გუშინ ბაქოში წინასასამართლო სხდომა გაიმართა. ჟურნალისტს წინასწარი 3-თვიანი პატიმრობა შეეფარდა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ სტავროპოლში ნავთობის საწყობს ერთი კვირის განმავლობაში მეორედ დაარტყა, ხოლო პორტ კავკაზის ცეცხლი გაუჩნდა
მოსკოვის რეგიონში დრონით განხორციელებული თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
Axios: გარდაცვალებამდე ლინდსი გრემმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას აპირებდა
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics