05:09 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-01 16:46:30, 2399 ნახვა

სამართალი
შსს-ში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა მიმდინარეობს

შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეები - იოსებ გოგაშვილი და  ალექსანდრე ტაბატაძე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდებიან.

შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრაზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს აზერბაიჯანის მოქალაქე აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან და არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს გააცნობენ.

შეხვედრას ესწრებიან: აშშ-ს ელჩი საქართველოში იან კელი, გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის ელჩი - ჰაიკე რენატე ფეიჩი, შვედეთის სამეფოს ელჩი -მარტინა ქვიკი, იტალიის რესპუბლიკის ატაშე - მასიმო მოსონი, ლიტვის, უნგრეთის,    საბერძნეთის, საფრანგეთის, ბულგარეთის, ესტონეთის, დიდი ბრიტანეთის, ჰოლანდიის, სლოვაკეთის და სხვა ქვეყნების საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics