|
2017-05-31 15:15:25, 2495 ნახვა
მსოფლიო
აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა ჟურნალისტის აფგან მუხთარლის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა ჟურნალისტ აფგან მუხთარლის დაკავების შესახებ იინფორმაციას ავრცელებს. როგორც გენერალური პროკურატურის პრესამსახურში აცხადებენ, მუხთარლი აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებმა, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დააკავეს. აღნიშნული დაკავება ბელაქანის რაიონის ტერიტორიაზე მოხდა. პრესსამსახურის უფროსის ელდარ სულთანოვის ინფორმაციით, დაკავებისას ჟურნალისტმა მესაზღვრეებს წინააღმდეგობა გაუწია. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას მესაზღვრეებმა უცხოურ ვალუტაში დიდი ოდენობის თანხა ამოიღეს. გარდა ამისა, ადგილობრივი მედია haqqin.az-ი ჟურნალისტს მოიხსენიებს, როგორც ანტიაზერბაიჯანული იატაქვეშეთის ხელმძღვანელს, რომელიც თბილისში აზერბაიჯანის წინააღმდეგ მტრულად განწყობილ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობდა. ესენია: Freedom House, People in Need, Human Rights Watch, NDI და სხვა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)