17:32 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-16 14:45:40, 460 ნახვა

პოლიტიკა
ანდრის ბერზინში: ლატვია მხარს უჭერს საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესს

ლატვია მხარს უჭერს საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესს და ამ პროცესთან მიმართებაში ლატვიას დადებითი პოზიცია აქვს,  - ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტმა ანდრის ბერზინშიმ ქართველ კოლეგასთან გამართული შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ლატვიის პრეზიდენტმა აღნიშნა, გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრა ქართულ-ლატვიური მჭიდრო ურთიერთობების დასტური და ნათელი მაგალითი იყო.

ანდრის ბერზინშის განცხადებით ლატვია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ნიშანდობლივია, რომ სწორედ ლატვია იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც  მოხდა ხელშეკრულების რატიფიცირება.  ამასთან, ლატვიის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ღირსეულად წარსდგება რიგის სამიტზე.

გარდა ამისა, როგორც ანდრის ბერზინშმა აღნიშნა, ლატვია მხარს უჭერს საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესს და ამ პროცესთან მიმართებაში ლატვიას დადებითი პოზიცია აქვს.

პრესკონფერენციაზე საქართველოსა და ლატვიის პრეზიდენტებმა ქართველი და ლატვიელი ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხეს, რომლებიც მაისში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტს, კერძოდ საქართველოს მოლოდინსა და ვიზა ლიბერალიზაციის პერსპექტივებს შეეხებოდა. ჟურნალისტები ასევე დაინტერესდნენ  რეგიონში არსებული უსაფრთხოების საკითხებით და საქართველო-რუსეთის ურთიერთობებით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე დავით ქაშიაშვილი დაიბარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics