|
2017-05-27 11:22:12, 2389 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
პატრიარქი უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს: იყავით იქ სადაც ბრძანდებით, მაგრამ ამავე დროს, იყავით სამშობლოში
მოგიწოდებთ, რომ იყავით იქ სადაც ბრძანდებით, მაგრამ ამავე დროს, იყავით სამშობლოში, - ასე მიმართა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე ქართული დიასპორის წარმომადგენლებს. „რამდენიმე წლის წინ მე მოგიწოდებდით, რომ დაბრუნდით სამშობლოში, ახლა მე მოგიწოდებთ, რომ იყავით იქ სადაც ბრძანდებით, მაგრამ ამავე დროს, იყავით სამშობლოში. მე მინდა მადლობა მოგახსენოთ იმ სულიერი თუ მატერიალური დახმარებისათვის, რასაც თქვენ აკეთებთ სამშობლოსათვის. თქვენ უნდა დაგვეხმაროთ მცირე და საშუალო ბიზნესის შექმნაში. უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ჩვენმა შვილებმა, რომლებიც მოღვაწეობენ და ცხოვრობენ უცხოეთში, არ დაივიწყონ ქართული ენა, ქართული კულტურა. შეიძლება თქვენ ცხოვრობთ უცხოეთში, მაგრამ ამავე დროს უპირველეს ყოვლისა, თქვენი წინაპრების ძვლები, ფესვები არის აქ, საქართველოში და ეს არ უნდა დაივიწყოთ. და ბოლოს, მე მინდა გთხოვოთ, რომ თქვენ უნდა იყოთ მოქალაქე საქართველოსი. შეიძლება თქვენ ცხოვრობთ უცხოეთში, მაგრამ ამავე დროს, უპირველეს ყოვლისა, თქვენი წინაპრების ძვლები, ფესვები არის აქ, საქართველოში და ეს არ უნდა დაივიწყოთ“, - მიმართა პატრიარქმა დიასპორის წარმომადგენლებს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)