|
2017-05-24 15:42:18, 2199 ნახვა
სამართალი საზოგადოება
პროკურატურა: ქართული მხარე უცხო სახელმწიფოს მოთხოვნის შემთხვევაში, ვერ მოახდენს გელა მიქაძის ექსტრადირებას
ქართული მხარე უცხო სახელმწიფოს მოთხოვნის შემთხვევაში ვერ მოახდენს საქართველოს მოქალაქის გელა მიქაძის უცხო სახელმწიფოში ექსტრადირებას, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" მთავარ პროკურატურაში განუცხადეს. როგორც უწყებაში განმარტავენ, საქართველოს მოქალაქეობრივი კუთვნილი ექსტრადაციის შემაფერხებელ გარემოებას წარმოადგენს. "საქართველოს პროკურატურა მზად არის სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში დანაშაულთან ბრძოლის კუთხით დახმარება აღმოუჩინოს ყველა დაინტერესებულ სახელმწიფოს. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქის უცხო სახელმწიფოსთვის გადაცემის საკითხს, საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქის უცხო სახელმწიფოსთვის გადაცემა დაუშვებელია, გარდა საერთაშორისო ხელშეკრულებით გაფორმებულ შემთხვევებისა. ქართული მხარე უცხო სახელმწიფოს მოთხოვნის შემთხვევაში ვერ მოახდენს საქართველოს მოქალაქის გელა მიქაძის უცხო სახელმწიფოში ექსტრადირებას, ვინაიდან საქართველოს მოქალაქეობრივი კუთვნილი წარმოადგენს ექსტრადაციის შემაფერხებელ გარემოებას, - აცხადებენ უწყებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)