00:01 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-22 11:58:20, 1961 ნახვა

სამართალი
ომბუდსმენი: თორდია-ფარცხალაძის საქმეზე კითხვის ნიშნები არსებობს

სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განცხადებით, თორდია-ფარცხალაძის საქმესთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არსებობს.

როგორც ნანუაშვილმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა, ფარცხალაძის გამოკითხვა დაგვიანებით მოხდა.

,,მიგვაჩნია, რომ თუ უახლოესი დღეების განმავლობაში არ იქნება ამ საქმესთან დაკავშირებით ყველა კითხვაზე პასუხი გაცემული, რა თქმა უნდა, ერთადერთი ალტერნატივა რჩება სხვა ფორმატში ამ საქმის შესწავლის აუცილებლობა და ერთ-ერთი ასეთი ფორმა, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაა", - განაცხადა ომბუდსმენმა.

შეგახსენებთ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის  ლაშა თორდიას განცხადებით, მას ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე თავს დაესხა. თავდასხმა მოხდა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, რომელზეც აუდიტის სამსახური მოკვლევას აწარმოებდა. ლაშა თორდიას განმარტებით, საქმე 2016 წელს მიწების გადაცემის საკითხს ეხება და მასში ოთარ ფარცხალაძის გვარი ფიგურირებს.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics