02:19 - 28 Jun, 2026
|
2017-05-21 15:14:13, 2133 ნახვა
კომენტარი
დავითაშვილი: სახელმწიფო სტიქიის შედეგად დაზარალებულებს ვერ და არ დაეხმარება
„სახელმწიფო სტიქიის შედეგად დაზარალებულებს ვერ და არ დაეხმარება, ბიუჯეტს ამის ფუფუნება არ აქვს“,-ამის შესახებ ჟურნალისტებს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, ზარალი მილიონობით ლარს შეადგენს. ამასთან, დავითაშვილი ამბობს, რომ აგროდაზღვევის შემთხვევაში, ამგვარი ერთჯერადი ჩარევები არასამართლიანია. „საქართველოს მასშტაბით 38 000 ჰექტარი დაზიანდა. საჭიროა, სოფლის მეურნეობის ძირითად საშუალებებში სექტორის გასაძლიერებლად ინვესტიციები ჩაიდოს “,-დასძინა მინისტრმა. შეგახსენებთ, ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად, საქართველოს რამდენიმე რეგიონი დაზარალდა. განსაკუთრებით მძიმე პრობლემები სტიქიამ ლაგოდეხისა და წყალტუბოს რაიონების სოფლებს შეუქმნა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)