03:55 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-19 19:50:34, 1647 ნახვა

საზოგადოება სამხედრო
მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2017“ საქართველოში 30 ივლისს დაიწყება

მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2017“ საბოლოო დაგეგმარების კონფერენცია საქართველოში 30 ივლისს დაიწყება.

საერთაშორისო წვრთნის დაწყების თარიღი, მასში მონაწილე ქვეყნების პირადი შემადგენლობის, ტექნიკისა და აღჭურვილობის რაოდენობა, ასევე სხვა მნიშვნელოვანი საკითხები საბოლოო დაგეგმარების კონფერენციაზე შეთანხმდა.

სასტუმრო „ბილტმორში“ გამართულ საბოლოო დაგეგმარების კონფერენციაზე სწავლებაში ჩართული საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის ოფიცრები პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად სინდიკატებად დაიყვნენ და  საერთაშორისო წვრთნის დეტალები, ლოგისტიკური უზრუნველყოფის, უსაფრთხოებისა თუ განხორციელების საკითხები განიხილეს. 

„ძალა პარტნიორობაშია“ - „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის მთავარი გზავნილია, რომელსაც საქართველო წელს უკვე მესამედ უმასპინძლებს.

ამჯერად სწავლება კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი იქნება და მასში ნატოს წევრი და პარტნიორი 8 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას: საქართველო, აშშ, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, თურქეთი, სლოვენია, სომხეთი და უკრაინა.

მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2017“ მიზანი საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, ნატოს ძალებთან და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო ქვედანაყოფებთან ურთიერთთავსებადობის გაზრდა, მრავალეროვნული, რეგიონული და ერთიანი პარტნიორობის შესაძლებლობების  ჩამოყალიბება და განვითარება, ასევე ლოგისტიკური და ოპერატიული დაგეგმვისა და აღსრულების ასპექტების დახვეწაა.

საველე სწავლებების დროს ქართული სამხედრო ქვედანაყოფები უცხოელ პარტნიორებთან ერთად სხვადასხვა საბრძოლო ამოცანებს და დავალებებს შეასრულებენ.   

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics