|
2017-05-19 18:45:10, 2279 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ანა დოლიძე: პრეზიდენტი კონსტიტუციაში 94-ე მუხლის არსებობას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე კამპანიის „კონსტიტუცია თანასწორობისთვის - არა Liberty Act" წარმომადგენლებს სალომე ადამიას, მარიამ გაჩეჩილაძეს და ვახტანგ სიფრაშვილს შეხვდა. 25 ორგანიზაციის მიერ შექმნილი კომპანია სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიისგან კონსტიტუციიდან 94-ე მუხლის ამოღებას ითხოვს. ანა დოლიძემ კამპანიის წარმომადგენლებს მათ მოთხოვნებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის პოზიცია გააცნო. ,,საქართველოს პრეზიდენტი იზიარებს ამ კამპანიის სულისკვეთებას, რადგან მიაჩნია, რომ მთავრობის და სახელისუფლო გუნდის, მისი წევრების გადასაწყვეტია გადასახადების აწევა, დაწევა და საგადასახადო პოლიტიკის გამკაცრება. სწორედ აქედან გამომდინარე, ხდება ამა თუ იმ გუნდის არჩევა და ჩამოყალიბება. შესაბამისად, გადასახადები შეიძლება ხშირად იცვლებოდეს ქვეყნის გამოწვევებიდან გამომდინარე. არ არის მიზანშეწონილი, რომ ეს მუხლი იყოს საქართველოს კონსტიტუციის ნაწილი", - განაცხადა ანა დოლიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)