00:59 - 28 Jun, 2026
|
2017-05-19 12:36:10, 2137 ნახვა
სამართალი კომენტარი
დეკანოზი გიორგი მამალაძე: ჩემთვის გაცხადებულ იქნა, რომ ვაპირებდი პატრიარქის მოკვლას
დეკანოზ მამა გიორგი მამალაძის განცხადებით, დაკავებისას დაირღვა მისი, როგორც ბრალდებულის, უფლებები. როგორც სასამართლო სხდომაზე გიორგი მამალაძემ განაცხადა, პროკურატურაში მისვლამდე რეალურად მას არ განუცხადეს, რა ხდებოდა. "მანქანაში ჩემთვის გაცხადებულ იქნა, რომ ვაპირებდი პატრიარქის მოკვლას",-აღნიშნა მამალაძემ. ამასთან, დეკანოზის განმარტებით, მხოლოდ პროკურატურაში მისვლამდე რამდენიმე წუთით ადრე უთხრეს, რომ დაკავებული იყო. მისივე თქმით, ჩხრეკაც პროკურატურაში განხორციელდა. მამა გიორგი მამალაძეს მოსამართლემ ბრალდება გააცნო. დეკანოზმა აღნიშნა, რომ წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ სცნობს. შეგახსენებთ, ე.წ. ციანიდის საქმეზე არსებითი განხილვის პირველი სხდომა მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)