|
2017-05-19 12:10:58, 2213 ნახვა
სამართალი კომენტარი
ადვოკატი: პროკურატურას დასამალი ბევრი აქვს და არ მიკვირს, რომ პროცესის დახურვას ითხოვენ
დეკანოზ მამა გიორგი მამალაძის ადვოკატები ე.წ. ციანიდის საქმის არსებითი განხილვის სხდომების დახურვას ეწინააღმდეგებიან. ადვოკატ გიორგი ფანცულაიას განცხადებით, სასამართლო სხდომები უნდა იყოს ღია, რათა საზოგადოებამ პირადად მოისმინოს პოზიციები და არ მიიღოს ინფორმაცია მხარეების მეშვეობით. ასევე, ფანცულაიას თქმით, პროცესზე საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებლებს დასწრების საშუალება უნდა მიეცეთ. "არ მიკვირს, რომ დახურვის სურვილი აქვთ, რადგან მათ დასამალი ბევრი აქვთ", - აღნიშნა ადვოკატმა. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმეზე არსებითი განხილვის პირველი სხდომა მიმდინარეობს. სხდომას სასულიერო პირები და დედაოებიც ესწრებიან. როგორც ცნობილია, პროკურატურა სხდომების სრულად დახურვას მოითხოვს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)